გერმანიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა მიიღებს Leopard 1-ის ტიპის 100-მდე ტანკს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი. კიევი. 2023 წლის 7 თებერვალი

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა კიევში, სადაც გამოაცხადა, რომ უკრაინა ევროპის რამდენიმე ქვეყნისგან მიიღებს Leopard 1-ის ტიპის 100-ზე მეტ საბრძოლო ტანკს.

ტანკებს გაგზავნიან გერმანია, ჰოლანდია და დანია, ნათქვამია სამი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.

ასევე ნახეთ Rheinmetall-ი უკრაინას წელს 20-25 ძველ Leopard 1-ს გაუგზავნის, გაისად - კიდევ 88-ს

პისტორიუსის თქმით, 20-დან 25-მდე ტანკი უკრაინაში ზაფხულში ჩავა, დაახლოებით 80 - წლის ბოლოს, 100-ზე მეტი კი - 2024 წელს, აღნიშნავს უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის, ოფისი.

კიევში ვიზიტისას პისტორიუსი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს.

ასევე ნახეთ გერმანული Leopard 2-ები უკრაინაში გაგზავნის მოლოდინში