უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ერთი წლისთავის გამო, გაეროს გენერალური ასამბლეა 24 თებერვალს მიიღებს რეზოლუციას, რომლის განხილვა უკვე მიმდინარეობს.
AP-ის თანახმად, რეზოლუციის პროექტი, რომელიც უკრაინამ წარადგინა, უნდა ითვალისწინებდეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პირობას და, ამასთან, რუსეთმა მთლიანად უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან.
რუსეთს, გაეროს უშიშროების საბჭოსგან განსხვავებით, არ აქვს ვეტოს უფლება ასამბლეის რეზოლუციისთვის კენჭისყრისას.
მაგრამ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, უშიშროების საბჭოს ასეთივე დოკუმენტისგან განსხვავებით, არ აქვს საერთაშორისო იურიდიული ძალა.