ბათუმში კორპუსში ჩავარდა ლიფტი, რომელშიც ხუთი ადამიანი იყო

ბათუმი, შემთხვევის ადგილი

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა. არიან დაშავებულები.

მასალა არქივიდან გაწყდება, არ გაწყდება - თბილისის ლიფტები

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ლიფტში ხუთი ადამიანი დახვდა, საიდანაც სამის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ადგილზე ამ დრომდე მუშაობს პოლიცია.

მასალა არქივიდან რამდენი წლისაა თქვენი ლიფტი? - ამბები სადარბაზოებიდან

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალა არქივიდან თემქაზე, „არაშენდას“ კორპუსში ლიფტი ჩავარდა
მასალა არქივიდან თბილისში ბაგრატიონის ქუჩაზე ჩამოწყდა ლიფტი - არიან დაშავებულები
მასალა არქივიდან უბედური შემთხვევა გლდანში - ძველი და საშიში ლიფტები