საქსტატის შეფასებით, 2023 იანვარში საქართველოს ეკონომიკა 8,4%-ით გაიზარდა

ფოტოილუსტრაცია

საქართველოს ეკონომიკა 2023 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8,4 პროცენტით გაიზარდა. წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

ეკონომიკის ზრდაზე გავლენა ჰქონდა შემდეგ დარგებს: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები. ამავე პერიოდში კლების ტენდენცია იყო დამამუშავებელი მრეწველობის, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობებისა და ენერგეტიკის სექტორებში.

2023 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 9,4 პროცენტი იყო.

მასალა არქივიდან ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ბოსტნეული და პური გაძვირდა