საქართველოში 4,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საილუსტრაციო ფოტო: მიწისძვრის ეპიცენტრი.

დღეს, პირველ მარტს, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მისი მაგნიტუდის სიდიდე იყო 4,2 (ML). ბიძგები თბილისის დროით 14:52 საათზე დაფიქსირდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი თბილისიდან 64 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ დმანისთან ახლოს, სოფელ მამიშლართან იყო.

ასევე ნახეთ გაუძლებს თბილისი მიწისძვრას?