ლევან ცუცქირიძე - "ეს მიჯნა თუ გადაილახა, თავისუფლების დაცვის ზღუდე, გადავიჩეხებით ყველანი ერთად"

Your browser doesn’t support HTML5

"

"აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" (EECMD) აღმასრულებელი დირექტორი ლევან ცუცქირიძე პარლამენტში 2 მარტს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე ყვება: "დღეს ვიღაც ხალხი, რომელსაც ერთი წიგნიც არ აქვს წაკითხული პოლიტიკაზე, მეუბნება, რომ მე მთელი ჩემი ცხოვრება დავხარჯე იმაში, რომ უცხო ქვეყნის ინტერესებს ვემსახურებოდი, აგენტი ვარ და არა - მათი შვილების უკეთეს მომავალსაც, მათ შორის.

მე არც ამის მომთმენი ვარ, არც სტატუსის მიმღები ვარ. სულ რომ ტრანსფარანტებით მომიწიოს სიარული ქუჩაში, ჩემს მთელ განვლილ ცხოვრებას ხაზს ვერ გადავუსვამ იმიტომ, რომ ვიღაცამ ვიღაცას ფული ჩაუყარა და უთხრა, მიდი ერთი, მაგათ მოვუგვაროთო. მაგათი მოსაგვარებელი არაფერია. არავინაა მაგათი გასაჩუმებელი და ვერ გაგვაჩუმებენ".