ევროკავშირს აშშ-სგან "ჯერჯერობით არ უნახავს მტკიცებულება", რომელიც მიანიშნებდა, რომ ჩინეთი განიხილავს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას უკრაინის ომისთვის - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა 5 მარტს.
ასეთი მიწოდების შემთხვევაში ჩინეთისთვის სანქციების დაწესების საკითხთან მიმართებით ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ეს "ჰიპოთეზური კითხვაა, რომელსაც პასუხი გაეცემა მხოლოდ მაშინ, თუ ის რეალობა და ფაქტი გახდება".
ფონ დერ ლაიენი ამ განცხადებებით აღმოსავლეთ გერმანიაში გამოვიდა, გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად. "ყველა ვთანხმდებით, რომ იარაღის მიწოდება არ უნდა განხორციელდეს" - თქვა შოლცმა.
ასევე ნახეთ
ევროკავშირი სანქციების გაფრთხილებით გამოდის, თუკი ჩინეთი "წითელ ხაზს" გადაკვეთს და რუსეთს იარაღს მიაწვდისასევე ნახეთ
ჩინეთი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაზე ფიქრობს, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს- უილიამ ბერნსი