უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტაქტიკური მნიშვნელობის საქმედ მიიჩნევს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის დაცვას.
ამერიკულ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტის დაპყრობის შემთხვევაში, რუსეთს დონეცკის მიმართულებით გზა გაეხსნება სხვა ქალაქებისკენ და შესაძლოა, კრამატორსკს და სლავიანსკს შეუტიოს, ამიტომ, სარდლობას ერთიანი პოზიცია აქვს და ბახმუტის დაცვა უნდა გაგრძელდეს.
სიტუაციას განსხვავებულად აფასებენ ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) ექსპერტები. მათი შეფასებით, რუსეთის ჯარს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ბახმუტის შესაძლო დაპყრობით მიღწეული ტაქტიკური წარმატება ოპერატიულ შედეგებად გარდაქმნას. ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, ბახმუტის აღების შემთხვევაში რუსეთის შეტევა კულმინაციას მიაღწევს, რაც ნიშნავს, რომ შემდგომი შტურმისთვის ძალა აღარ ეყოფა.
NEW: Ukrainian President Volodymyr Zelensky stated on March 7 that the hypothetical #Russian capture of #Bakhmut would provide Russian forces an “open road” to key cities in #Donetsk Oblast. ISW continues to assess, however, that Russian forces lack the https://t.co/TTOEo43Tni… https://t.co/lKFCf1l5aD pic.twitter.com/gIVVc9qf6R
— ISW (@TheStudyofWar) March 8, 2023
რუსეთი 2022 წლის ზაფხულიდან ცდილობს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღებას და ამ მიზნით, რეგულარული არმიის ქვედანაყოფებთან ერთად იყენებს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს". ბახმუტში ორივე მხარეს დიდი დანაკარგი აქვს.
6 მარტს, უკრაინის პრეზიდენტთან, უმაღლეს მთავარსარდალ ვოლოდიმირ ზელენსკისთან არსებულმა სათათბირო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბახმუტის დაცვა უნდა გაგრძელდეს.
ასევე ნახეთ ზელენსკი: ბახმუტს მოაქვს ყველაზე დიდი შედეგი