კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა

ფოტო არქივიდან. რუსეთის ერთ-ერთი სარაკეტო დარტყმის ადგილი კიევში

დღეს დილით, რამდენიმე აფეთქება მოხდა უკრაინის დედაქალაქ კიევში. მერის, ვიტალი კლიჩკოს წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 2 ადამიანი. კლიჩკოს თანახმად, რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა კიევის რამდენიმე რაიონზე, სადაც შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

9 მარტს, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სხვადასხვა ოლქზე მიიტანეს მასირებული სარაკეტო შეტევა. აფეთქებები მოხდა ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის, ხარკოვის და სხვა ოლქებშიც. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში.

ასევე ნახეთ რუსეთმა უკრაინაზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა

წინასწარი მონაცემებით, სარაკეტო დარტყმები ძირითადად, ენერგოობიექტებზე განხორციელდა. უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ინფორმაციით, მასირებული სარაკეტო შეტევის გამო, იძულებული გახდნენ ელექტროენერგიის ე.წ. პრევენციული გათიშვა დაეწყოთ.