"ივანიშვილის რეჟიმი აპირებს, განაგრძოს დასავლური ინტეგრაციის ხელშეშლა" - უსაფრთხოების და საერთაშორისო ურთიერთობის პროფესიონალთა განცხადება

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების და საერთაშორისო ურთიერთობის საკითხების პროფესიონალები განცხადებას ავრცელებენ ე.წ. უცხო ქვეყნის აგენტთა შესახებ კანონპროექტის შესახებ.

როგორც განცხადების ავტორები აღნიშნავენ, „მასობრივი საზოგადოებრივი მშვიდობიანი პროტესტების შედეგად და პროტესტანტების უმოწყალოდ დარბევის შემდეგ, 9 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობამ, განაცხადა რომ აპირებს გამოიწვიოს ზემოხსენებული კანონპროექტი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამოქალაქო საზოგადოების წარმატებაა, მათი განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც ისინი კვლავ აპირებენ ამ კანონპროექტის პროპაგანდირებას, აშკარაა, რომ ივანიშვილის რეჟიმი აპირებს განაგრძოს მანიპულაციური გზით ქართული საზოგადოების, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და დასავლური ინტეგრაციის პროცესისათვის ხელშეშლა".

ეროვნული უსაფრთხოების და საერთაშორისო ურთიერთობის საკითხების პროფესიონალები ასევე შეშფოთებას გამოხატავენ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების გამო. მათი შეფასებით, კანონპროექტი მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

„ამ კანონპროექტის და მისი მიღების პროცესის მიზანია საქართველოს მოქალაქეთა მკაფიოდ გამოხატული ნების, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მანიპულაციური გზით შეჩერება, ქართულ საზოგადოებაში შუღლისა და დაპირისპირების გაღვივება. ეს პროცესი მიმართულია კრიტიკული აზრის ჩახშობისა და თავისუფალი მედიისა და არასამთავრობო სექტორის დემონიზაციისა და დევნისაკენ. კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია, რამდენადაც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის - ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას.

ეს პოლიტიკური პროცესი განამტკიცებს საქართველოში სახელმწიფოს მიტაცებას, ოლიგარქ ივანიშვილის ავტორიტარულ, არაფორმალურ მმართველობას და საქართველოში რუსეთის გავლენას.

მმართველი პარტიის მიერ დასავლელი პარტნიორების მზარდი უხეში კრიტიკა, ამ კანონპროექტზე ნატო-სა და ევროკავშირის უკიდურესად კრიტიკული შეფასებების სრული იგნორირება და მისი პირველი მოსმენით მიღება ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლება და მისი არაფორმალური ერთპიროვნული ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ავტოკრატიული მმართველობის კონსოლიდაციის მიზანს სწირავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

საყურადღებოა, რომ ჩვენს ქვეყანაში მთავრობის მიერ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის მზარდი შევიწროების ფონზე, სასათბურე პირობები ექმნებათ პრორუსული ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებს, მათ შორის ალტინფოს, გორჩაკოვის ფონდის პარტნიორ ორგანიზაციებს და პატრიოტთა ალიანსს, რომელთა მიერ ანტიდასავლურ საქმიანობაზე დახარჯული მნიშვნელოვანი თანხების წარმოშობა ჯერ კიდევ დაუდგენელია.

საბოლოო ჯამში, ქართული ოცნების მიერ აქტიურად გატარებული აღნიშნული პოლიტიკა ანადგურებს ჩვენი ქვეყნის მომავალს და დემოკრატიულ პერსპექტივას და ქვეყანას აქცევს რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ ავტორიტარულ კლეპტოკრატიად.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ქვეყნის დემოკრატიზაციისა და დასავლური ინტეგრაციის გზიდან ჩამოშორების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ, ეროვნული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესიონალები, მოვუწოდებთ საქართველოს დემოკრატიული, ევროპული მომავლის გულშემატკივარ ყველა მოქალაქესა და ორგანიზაციას გაერთიანდეს ამ რუსული სტილის ანტიეროვნული კანონპროექტის წინააღმდეგ და ყველანაირი საჭირო მშვიდობიანი აქტივობების და პროტესტის ზომების გამოყენებით არ მისცეს ქართულ ოცნებას მისი მიღება-იმპლემენტაციის საშუალება", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერებმა მიმართეს საქართველოს მეგობრებსა და პარტნიორებს.

„მოვუწოდებთ ჩვენ მეგობრებსა და პარტნიორებს, ევროკავშირსა და ნატოს შესაბამის უმაღლეს სტრუქტურებს, ამ ორგანიზაციების წევრი ქვეყნებისა და შვეიცარიის მთავრობებს, მათ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საქართველოში, მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის მტკიცე ნებას იცხოვრონ ევროპულ, თავისუფალ ქვეყანაში, და გამოიყენონ ყველანაირი საჭირო ზომა და ინსტრუმენტი, პერსონალური სანქციების დაწესების ჩათვლით, რათა მაქსიმალური ზეწოლა მოახდინონ ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნებაზე ამ კანონპროექტის მიღება-იმპლემენტაციაზე უარის თქმისა და საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნების მიზნით", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • გრიგოლ მგალობლიშვილი - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ყოფილი ელჩი ნატოში, საქართველოს ყოფილი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში;
  • ეკატერინე სირაძე-დელონე - საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოს სამთავროში, საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში;
  • ნატალი საბანაძე - საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ევროკავშირში და ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, მიწვეული პროფესორი მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯში, აშშ;
  • კორნელი კაკაჩია - "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი;
  • თინათინ ხიდაშელი - საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი;
  • ეკატერინე მეტრეველი - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი;
  • დავით აფრასიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ვასილ სიხარულიძე - საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში;
  • ეკა აკობია - საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ზურაბ დავითაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
  • გელა ბეჟუაშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი;
  • შორენა ლორთქიფანიძე - თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს დამფუძნებელი და გამგეობის წევრი;
  • ბიძინა ლებანიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
  • ელჩი გიგი გიგიაძე - "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" უფროსი მკვლევარი;
  • ბათუ ქუთელია - საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე და საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში;
  • ელჩი მალხაზ მიქელაძე;
  • ელჩი შოთა ღვინერია;
  • მიხეილ დარჩიაშვილი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე;
  • ლაშა ძებისაშვილი - საქართველოს ყოფილი მრჩეველი ნატოს შტაბ-ბინაში;
  • გიორგი მუჩაიძე - "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე;
  • თენგიზ ფხალაძე - საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი და საგარეო ურთიერთობათა მდივანი;
  • ბაკურ კვაშილავა - საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი;
  • ირაკლი ფორჩხიძე - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მოადგილე;
  • ზურაბ ბატიაშვილი - თურქეთში საქართველოს საელჩოს ყოფილი მრჩეველი;
  • სერგი კაპანაძე - საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე;
  • თორნიკე გორდაძე - საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ყოფილი მინისტრი;
  • თამარ პატარაია - თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს დამფუძნებელი და გამგეობის წევრი;
  • ელჩი ნიკოლოზ ვაშაკიძე - საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე;
  • ვანო მაჭავარიანი - უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე საგარეო საკითხებში, საქართველოს ყოფილი ელჩი იაპონიაში;
  • გიორგი გვალია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
  • დავით რაქვიაშვილი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი;
  • ფიქრია ასანიშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი;
  • თორნიკე თურმანიძე - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე;
  • ელჩი მამუკა ჟღენტი - საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი ევროსაბჭოში;
  • გიორგი ბადრიძე - საქართველოს ყოფილი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში;
  • მამუკა კუდავა - საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე და საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში;
  • გია ჯაფარიძე - პორტუგალიისა და კვიპროსის საქმეთა საქართველოს ყოფილი დროებითი რწმუნებული;
  • შოთა უტიაშვილი - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
  • ეკატერინე ტყეშელაშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი;
  • ნინო კალანდაძე - საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, პარლამენტის ყოფილი წევრი;
  • მირიან ფოფხაძე - ამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი;
  • მანუჩარ წოწონავა - საქართველოს ყოფილი კონსული ოდესაში, მიკოლაივსა და ხერსონში;
  • არჩილ აბაშიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

განცხადება ღიაა ხელმოსაწერად ამ სფეროს ყველა პროფესიონალისთვის.