ასტრონავტების საერთაშორისო ჯგუფმა დაასრულა ხუთთვიანი მისია და დაბრუნდა დედამიწაზე

SpaceX -ის რაკეტა გაფრენის წინ. კალიფორნია. 15 დეკემბერი, 2022 წელი

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ოთხი ასტრონავტი, რომლებიც ოქტომბრის შემდეგ იმყოფებოდნენ კოსმოსში, SpaceX-ით დედამიწაზე დაბრუნდა 11 მარტს გვიან.

მათი საფრენი აპარატი დაეშვა მექსიკის ყურეში, ფლორიდის სანაპიროსთან, ტამპას სიახლოვეს.

ეკიპაჟი, რომელიც ამერიკელი, იაპონელი და რუსი ასტრონავტებისგან შედგებოდა, შეცვალა ასევე საერთაშორისო ჯგუფმა.

ახლა საერთაშორისო ორბიტულ სადგურზე დარჩნენ ორი რუსი და ერთი ამერიკელი ასტრონავტი, რომელთა ნახევარწლიანი მისი კოსმოსში სექტემბრამდე გაგრძელდა იმის გამო, რომ წნევა დაეცა სადგურ „სოიუზზე“, რომელსაც ორბიტიდან დასაბრუნებლად გამოიყენებენ.