კახა წიქარიშვილი სასამართლოს რეფორმაზე - "ერთადერთი გამოსავალია, რომ შეიცვალოს პოლიტიკური ხელისუფლება"

Your browser doesn’t support HTML5

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრი კახა წიქარიშვილი თვლის, რომ ვენეციის კომისიამ დააგვიანა საქართველოს სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის პრობლემაზე რეაგირება. კომისია იყენებს ტერმინს "კორპორატივიზმი": "ჩვენ ქაჯებს ავუშენეთ ციხესიმაგრე - მურუსიძე-ჩინჩალაძეს ავუშენეთ ციხესიმაგრე და ახლა ვცდილობთ რომელიმე აგური გამოვაცალოთ ამ ციხესიმაგრეს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის ძალაუფლება შეირყეს" - ამბობს კახა წიქარიშვილი, რომლის აზრითაც, "ქართული ოცნება" და კლანი იმდენად ჰარმონიულად თანაარსებობენ, რომ მმართველი პარტია არასდროს მიიღებს რაიმე საკანონმდებლო ცვლილებას კლანთან შეთანხმების გარეშე.