ისრაელმა პოლიციისა და არმიის რეზერვისტების გამოძახება დაიწყო 8 აპრილს მას შემდეგ, რაც თელ-ავივში და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი იტალიელი ტურისტი.
თავშეკავებისკენ მოწოდებების მიუხედავად, ძალადობა გაძლიერდა ისრაელის პოლიციის მიერ პალესტინელებთან შეტაკების შემდეგ იერუსალიმის ალ-აქსას მეჩეთში 5 აპრილს, როცა ისრაელმა დაბომბა ღაზა და ლიბანი, პალესტინელი მებრძოლების სარაკეტო თავდასხმების საპასუხოდ.
ერთი იტალიელი ტურისტი დაიღუპა და კიდევ შვიდი სხვა ტურისტი დაიჭრა, როცა 7 აპრილს, ისრაელელი პალესტინელი მანქანით შეეჯახა ფეხით მოსიარულეებს თელ-ავივის ზღვის სანაპიროზე და გადატრიალდა. ის პოლიციელებმა მოკლეს.
ასევე ნახეთ
თავდასხმების შემდეგ ისრაელი მეტ პოლიციელსა და ჯარისკაცს უკეთებს მობილიზაციას, ბორელმა დაგმო ძალადობის ესკალაციაასევე ნახეთ
სარაკეტო იერიშის პასუხად ისრაელმა "ჰამასის" პოზიციები დაბომბა