იაპონია ჩრდილოეთ კორეის სატელიტის ჩამოსაგდებად ემზადება

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა იასუკაძუ ჰამადამ 22 აპრილს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს განკარგულება გასცა, მოემზადონ ჩრდილოეთ კორეის მზვერავი თანამგზავრის ჩამოსაგდებად.

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა იასუკაძუ ჰამადამ 22 აპრილს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს განკარგულება გასცა, მოემზადონ ჩრდილოეთ კორეის მზვერავი თანამგზავრის ჩამოსაგდებად, თუკი ის იაპონიის ტერიტორიაზე დაეცემა.

ჰამადამ თავდაცვის ძალებს უბრძანა ჩაატარონ აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოები, ვინაიდან პოტენციურად მან შეიძლება „განკარგულება გასცეს ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების შესახებ“. ამის თაობაზე ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მოსამზადებელი სამუშაოები მოიცავს ჯარების განლაგებას ჩრდილოეთის პრეფექტურა ოკინავაში, რათა „მინიმუმანდე იქნეს დაყვანილი ზიანი ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნის შემთხვევაში“.

ასევე ნახეთ

ჩრდილოეთმა კორეამ განაცხადა, რომ გამოცადა შორი მოქმედების ახალი რაკეტა

ასევე ნახეთ

ფხენიანმა კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა