ბლინკენი "ღრმა შეშფოთებას" გამოთქვამს რუსული გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" ყოფნაზე სუდანში

ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 24 აპრილს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთის გასამხედროებული ჯგუფი "ვაგნერი" ქმნის სუდანში კონფლიქტის ინტენსიფიკაციის საფრთხეს.

"ჩვენ ღრმა შეშფოთებით ვეკიდებით პრიგოჟინის ჯგუფის - "ვაგნერის" - მონაწილეობას სუდანში", - განაცხადა ბლინკენმა პრესკონფერენციაზე.

ბლინკენის თქმით, "ვაგნერს" - რომელიც აქტიურობს მალიში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ისევე, როგორც უკრაინაში რუსეთის შეჭრის პროცესებში - "სადაც მონაწილეობს, უბრალოდ მეტი სიკვდილი და ნგრევა მოაქვს".

ასევე ნახეთ გაეროს გენერალურმა მდივანმა რუსეთი გააკრიტიკა ლავროვის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე