ჯანმრთელობის მიზეზით ერდოანმა ერთი დღით გააუქმა წინასაარჩევნო ღონისძიებები

რეჯეპ ტაიპ ერდოანი, თურქეთის პრეზიდენტი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გამოაცხადა, რომ გააუქმა 26 აპრილისთვის დანიშნული წინასაარჩევნო ღონისძიებები და მიზეზად ჯანმრთელობა დაასახელა. თურქეთში არჩევნები 14 მაისსაა დანიშნული.

"დღეს სახლში დავისვენებ, ჩემი ექიმების რჩევით", - წერს ერდოანი ტვიტერზე.

25 აპრილს, გვიან საღამოს, ერდოანმა შეწყვიტა პირდაპირ ეთერში ინტერვიუ, რომლის დროსაც, მისი თქმით, თავი ცუდად იგრძნო კუჭის პრობლემის გამო.

ასევე ნახეთ თურქეთის პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს ცუდად გახდა