ბორის პისტორიუსი: წლის შუა პერიოდში დაიწყება უკრაინაში 80-მდე Leopard 1-ის გაგზავნა

გერმანული Leopard 1-ები. ტურნე, ბელგია, 31 იანვარი, 2023.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის შუა პერიოდში დაიწყება უკრაინაში წინა თაობის 80-მდე Leopard 1 ტანკის გაგზავნა.

„მარტში ჩვენ უკრაინას გადავეცით 18 თანამედროვე Leopard 2A6 და 40 ქვეითი საბრძოლო მანქანა Marder-ი. ისევე, როგორც სხვა პაკეტები, როგორიცაა სასწრაფოდ საჭირო სათადარიგო ნაწილები და საბრძოლო მასალა“, - განუცხადა პისტორიუსმა ესპანურ გამოცემა La Vanguardia-ს. „გარდა ამისა, მეტი წარმატებისთვის აქტიურად ვახორციელებდი ზეწოლას ჩვენს მოკავშირეებზე. საბოლოოდ ჩვენ მოვახერხეთ ბრიგადის უზრუნველყოფა“, - თქვა მინისტრმა.

მისი თქმით, Leopard 1A5 ტანკების მიწოდებისა და უკრაინელი ტანკისტების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე კვირაში დაიწყო.