"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRASS) თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძე ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლის პერსპექტივას აფასებს და ლაპარაკობს "ქართული ოცნების" ხელისუფლების ნაბიჯებზე. ის თვლის, რომ 12 პუნქტის შესრულებით "ქართული ოცნება" გაზრდიდა კანდიდატის სტატუსის მიღების შანსს, თუმცა მან აირჩია გზა გააძლიეროს ე.წ. გეოპოლიტიკუი გზავნილი „ჩვენ ვიმსახურებთ იმიტომ, რომ...“:
"საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ხაზგასმა კარგია, მაგრამ თუ გინდა, რომ ამით გადაფარო რეფორმების არარსებობა, ეს არ არის შორსმჭვრეტელური მიდგომა, რადგან თუ ამან არ იმუშავა, ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ანუ, ეს გემბლინგს ჰგავს. მარტო ამიტომ არის დასასჯელი "ქართული ოცნება", რომ ამ გებლინგში შეიყვანა ქვეყანა.
გეოპოლიტიკური გზავნილი ერთგვარი შანტაჟია: შენ მე მომეცი პირობები, რომლებსაც არ ვასრულებ ბოლომდე. კი გეუბნები, რომ ვასრულებ, მარგამ შენც იცი და მეც ვიცი, რომ არ ვასრულებ, ოღონდ, ახლა თუ ამაზე მომაწვები, შეიძლება დაკარგო ქვეყანა გეოპოლიტიკურად.
ამ შანტაჟმა შეიძლება იმუშაოს, მაგრამ თუ არ იმუშავა, გეგმა „ბ“ რა არის, ჩემთვის არის გაუგებარი".