ომის მომხრე რუსი აქტივისტი პრილეპინი მანქანის აფეთქებით დაშავების შემდეგ თავს სტაბილურად გრძნობს - გუბერნატორი

ზახარ პრილეპინი

რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის რეგიონის გუბერნატორი 7 მაისს აცხადებს, რომ უკრაინაში ომის მომხრე მწერალი და პოლიტიკური აქტივისტი ზახარ პრილეპინი გაღვიძებულ მდგომარეობაშია და "სტაბილურადაა", ხელოვნურად გამოწვეული კომიდან გამოსვლის შემდეგ. ხელოვნურ კომაში იგი მანქანის აფეთქების შედეგად დაშავების გამო იმყოფებოდა. აფეთქებამ ისხვერპლა მანქანის მძღოლის სიცოცხლე.

გუბერნატორი გლებ ნიკიტინი აცხადებს, რომ საავადმყოფოში მყოფი პრილეპინი "გონზეა" და "კარგ გუნებაზეა".

უცნობია, ვინ განახორციელა თავდასხმა.

ასევე ნახეთ

რუსეთში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიჭრა კრემლის მომხრე მწერალი და აქტივისტი პრილეპინი

ერთ დროს მემარცხენე დისიდენტი პრილეპინი გახდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მომხრე მემარჯვენე ფრონტზე, ის ხმამაღლა უჭერდა მხარს რუსეთის უკრაინაში შეჭრას.