ანექსირებული ყირიმის ყველაზე დიდი ქალაქის, სევასტოპოლის მოსკოვის მიერ დანიშნული ხელმძღვანელი 7 მაისს აცხადებს, რომ ღამით ნახევარკუნძული დრონების 10-ზე მეტი შეტევის სამიზნე გახდა, თუმცა ქალაქში არაფერი დაზიანებულია.
მიხაილ რაზვოჟაევი ტელეგრამით წერს, რომ თავდასხმები მოიგერიეს საჰაერო თავდაცვის და ელექტრონული ომის დანაყოფებმა.
რაზვოჟაევის მრჩეველი ოლეგ კრიუჩკოვი ერთი დღით ადრე ამბობდა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყირიმის თავზე ჩამოაგდეს ორი უკრაინული Grom-2 ტიპის ბალისტიკური რაკეტა.
რადიო თავისუფლება ვერ ახერხებს გადამოწმებას ამ ცნობებისა, რომლებიც თან ახლავს რუსეთის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს რუსეთის სივრცეში ჰაერიდან წარმოებულ თავდასხმებზე, მათ შორის კრემლზე.
ასევე ნახეთ
ISW: კრემლზე დრონებით შეტევა, სავარაუდოდ, თავად რუსეთის მიერ იყო ინსცენირებული