უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს რომში ჩავა.
როგორც იტალიის მედია იტყობინება, ზელენსკი შეხვდება მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ჯიორჯია მელონის და პრეზიდენტს, სერჯიო მატარელას, ასევე რომის პაპს, ფრანცისკეს.
მედია იმოწმებს ინკოგნიტო წყაროს, რომელიც იცნობს საქმის ვითარებას. არც რომს და არც კიევს ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ ზელენსკის ვიზიტი იტალიაში. რომის პაპმა გასულ თვეში თქვა, რომ ვატიკანი ჩართულია სამშვიდობო მისიაში, რომლის მიზანია, დაასრულოს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ფართომასშტაბიანი ომი.