ეკატერინე ბასილაია და მამუკა ანდღულაძე დეზინფორმაციაზე - "ალტერნატიული ინფორმაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არსებობს ალტერნატიული ფაქტები"

Your browser doesn’t support HTML5

მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის დირექტორი ეკატერინე ბასილაია და მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძე ლაპარაკობენ გამოკვლევაზე - "საქართველოს რეგიონების დეზინფორმაციისადმი მედეგობის ინდექსი". "დეზიფნრომატორი ცდილობს, ადამიანი დააჯეროს, რაც მან იფიქრა, მისი საკუთარი აზრია" - ამბობს ეკატერინე ბასილაია. მამუკა ანდღულაძე გამოყოფს გარედან მომდინარე და შიდა დეზინფორმაციას და განმარტავს, რომ დეზინფორმაციას ყოველთვის აქვს მიზანი და ეს არის საზოგადოების პოლიტიკური ან ეკონომიკური სარგებლის მიღება - "სამწუხაროდ, ადამიანების ნაწილი მახეში ებმება".