კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ ყველაზე მასირებული შეტევა უწოდა 28 მაისს, გამთენიისას, კიევზე განხორციელებულ უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმას.
„მაისის დაწყებიდან მე-14 საჰაერო თავდასხმაა! დღეს მტერმა გადაწყვიტა, კიეველებს კიევის დღე მიულოცოს მომაკვდინებელი უპილოტო საფრენი აპარატებით. წინასწარი მონაცემებით, ეს იყო დრონების ყველაზე მასშტაბური თავდასხმა კიევზე რუსეთის შემოჭრის დღიდან", - ნათქვამია პოპკოს განცხადებაში.
კიევის ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმა რამდენიმე ტალღად განხორციელდა. საჰაერო განგაში ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 40-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს. ნამსხვრევების ჩამოყრის შედეგად არის მსხვერპლი და ნგრევა. გოლოსეევსკის რაიონში ნამსხვრევები შვიდსართულიან არასაცხოვრებელ კორპუსში ჩაცვივდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.