საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აზერბაიჯანის რესპუბლიკას, რომელსაც ასევე უსურვა კეთილდღეობა და განვითარება.
„ვულოცავ ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებსა და მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს! გისურვებთ, ბედნიერებით და სიამაყით გეზეიმოთ მრავალი მიღწევა, წინსვლა და აზერბაიჯანმა გააგრძელოს წარმატებული, კეთილდღეობით სავსე განვითარება მომდევნო ათწლეულებში“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელ ტვიტერში.
აზერბაიჯანის ეროვნულმა საბჭომ, რომელსაც ამინ რასულზადე ხელმძღვანელობდა, დამოუკიდებლობა თბილისში, 1921 წლის 28 მაისს გამოაცხადა.
ასევე ნახეთ როგორ გამოაცხადეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა თბილისშისაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებთ კეთილმეზობლური ურთიერთობები და მტკიცე მეგობრობა, რომელიც დაფუძნებულია მრავალწლიან ისტორიულ კავშირებზე და იმ რთულ გზაზე, რომელიც საქართველომ და აზერბაიჯანმა გაიარეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფოების მშენებლობის პროცესში.
Congratulations to our Azerbaijani partners and friends on the 105th Independence Day! Wishing you a day full of happiness and pride on the achievements and progress. May #Azerbaijan keep forging successes and prosperity in the decades to come. @Speaker_Az @AzembassyGe Speech… pic.twitter.com/mdz70delzm
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) May 28, 2023
„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. კავკასიაში უსაფრთხოების მთავარი ღერძი საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობით გადის. ჩვენ მზად ვართ გავაუმჯობესოთ უსაფრთხოების გარემო რეგიონში. ამ ისტორიულ დღეს მინდა აღვნიშნო შეიარაღებული ძალების მნიშვნელობა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების დაცვის, არამედ ჩვენი ხალხების მშვიდობიანი არსებობის უზრუნველსაყოფის საქმეში. შეიარაღებული ძალები ქვეყნის სიძლიერე და სიამაყეა. მინდა აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს ვუსურვო ღირსეული სამსახური აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინაშე. კიდევ ერთხელ ვულოცავ აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობისა და შეიარაღებული ძალების დღეს და ვუსურვებ მშვიდობას, წარმატებებს და კეთილდღეობას", - დაწერა შალვა პაპუაშვილმა.