"ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა" (EPRC) გამოთვალა "საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი", რომლის თანახმადაც საქართველოს დამოკიდებულება დემოკრატიულ ქვეყნებზე შემცირდა 6.8%-ით. რუსეთზე დამოკიდებულება კი 2019 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. თამარ ხორბალაძე აღნიშნავს: "რუსეთთან პოლიტიკურ დათბობას ხშირად ეკონომიკით ხსნიან ხოლმე. გაიზარდა, მაგრამ 14%-ზე მეტი არ არის რუსეთში ექსპორტი, გაიზარდა პირდაპირი ინვესტიციები რუსეთიდან, მაგრამ 4%-ს არ აღემატება".