თეთრი სახლი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტს გადასცემს. იგი შეიცავს „ჰაიმარსის“ და „პეტრიოტის“ რაკეტებს

სარაკეტო სისტემა "პეტრიოტი"

შეერთებული შტატები უკრაინას 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტით უზრუნველყოფს, ამის შესახებ თეთრმა სახლმა 31 მაისს განაცხადა.

სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ახალ პაკეტში შედის საზენიტო-სარაკეტო სისტემა „პეტრიოტის“ და მაღალი მობილურობის საარტილერიო სისტემა „ჰაიმარსის“ რაკეტები.

სპეციალისტების თქმით, დახმარების ახალ პაკეტში შედის უმართავი რაკეტების, რადიოლოკაციური დამიზნების სისტემით აღჭურვილი AIM-7 კლასის ჰაერი-ჰაერის რაკეტები და გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „სტინგერი“.

ეს არის აშშ-ს დახმარების 39-ე პაკეტი. ამ დახმარების გაწევა რეგულირდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბრძანებულებით, რომელიც გაცემულია 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ახალი პაკეტის გამოყოფის გათვალისწინებით, აშშ-ს სამხედრო დახმარება უკრაინისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან თითქმის 37 მილიარდ დოლარს მიაღწევს.