საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, პროდუქტზე ფასები 0,1 პროცენტით შემცირდა. გარდა ამისა, უწყებაში აღნიშნავენ, რომ 1,5 პროცენტამდეა წლიური ინფლაცია.
ბოლო ერთ თვეში:
- ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-5,2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-2,3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1,4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-1 პროცენტი);
- ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1,5 პროცენტი), თევზეული (1,1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1 პროცენტი). ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (2,3 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმის (0,9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
ბოლო ერთ წელში:
- ფასები შემცირებულია: ზეთსა და ცხიმზე (-17 პროცენტი) და ხილსა და ყურძენზე (-12 პროცენტი). ფასები შემცირებულია ასევე პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-20,3 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2 პროცენტი). 12,9 პროცენტით კლებაა სამედიცინო პროდუქტების ფასებშიც.
- ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხორცი და ხორცის პროდუქტები (9,7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (9,3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7,1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (6,3 პროცენტი), თევზეული (6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4,6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2,2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1,8 პროცენტი). გარდა ამისა, გაძვირდა საფინანსო მომსახურება (27,9 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (12,5 პროცენტი), სხვა სახის მომსახურება (92 პროცენტი).