სწრაფი შემოწმებით, უკრაინაში პრობლემები აღმოაჩნდა თავშესაფართა მეოთხედს

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინაში 3 ივნისს ჩატარებული სწრაფი შემოწმების თანახმად, უკრაინის საჰაერო თავდასხმებისგან თავშესაფართა დაახლოებით მეოთხედი ან ჩაკეტილი აღმოჩნდა, ან გამოუსადეგარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შემოწმდა 4800-ზე მეტი თავშესაფარი და აქედან 252 ჩაკეტილი იყო, 893 კი - გამოუსადეგარი გამოყენებისთვის.

ამავე დღეს ტელეგრამით გავრცელებულ განცხადებაში კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ თქვა, რომ მთავრობამ მოსახლეობისგან მიიღო 1000-ზე მეტი საჩივარი, ჩაკეტილი ან გამოუსადეგარი თავშესაფრების თაობაზე.

თავშესაფრების შემოწმების ბრძანება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას შემდეგ გასცა, რაც ცხრა წლის გოგონა, მისი დედა და კიდევ ერთი ქალი დაიღუპნენ, რადგან ვერ მოახერხეს შეღწევა კიევის ერთ-ერთ თავშესაფარში, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, რუსეთის თავდასხმის დროს დაკეტილი იყო.

მათი დაღუპვის ამბავს საზოგადოებაში აღშფოთება მოჰყვა. ზელენსკი აცხადებს, რომ მრეწველობის და შინაგან საქმეთა მინისტრებს დაავალა დაბომბვის საწინააღმდეგო თავშესაფრების სრული შემოწმება.

პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამი ადამიანის სიკვდილის გარემოებების გამოსაძიებლად.

გასულ თვეში უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის შეტევების 19 ტალღა განხორციელდა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ჩაკეტილ თავშესაფართან კავშირის გამო ოთხი პირი დააკავეს.