პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა 37 წლის ბელარუსი პოეტი საროკინი

37 წლის ბელარუსი პოეტი ძმიტრი საროკინი ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ ლიდაში, პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა.

უფლებადამცველი სიარჰეი სისი საროკინის ნაცნობზე დაყრდნობით 5 ივნისს ტვიტერით წერს, რომ საროკინი წინა დღეს გარდაიცვალა და მას 6 ივნისს დაკრძალავენ. საროკინის სიკვდილზე წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს ვებსაიტი Mediazona.

უცნობია, რატომ იყო საროკინი დაკავებული პოლიციის განყოფილებაში და რამ გამოიწვია მისი სიკვდილი.

საროკინის მეგობრების თქმით, პოლიციამ პოეტი წარსულშიც დააკავა და გადაუღო ვიდეო, რომელშიც ის "ინანიებს" გაურკვეველ დანაშაულებს.