ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) ინფორმაციით, უკრაინამ სხვადასხვა შედეგით, ფრონტის სულ მცირე სამ მონაკვეთზე ჩაატარა კონტრშეტევითი ოპერაცია, 4 ივნისიდან მიმდინარე გაცილებით ფართო კონტრშეტევის ფარგლებში.
ამერიკელი ექსპერტების თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა 7 ივნისის ღამიდან ლოკალური, თუმცა მნიშვნელოვანი იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთში. მანამდე, 4 ივნისს, უკრაინის ძალებმა ლოკალური კონტრშეტევის შედეგად ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, ზაპოროჟიეს ოლქის საზღვართან.
NEW: #Ukraine has conducted #counteroffensive operations with differential outcomes in at least three sectors of the front as part of wider counteroffensive efforts that have been unfolding since Sunday, June 4.Latest assessment w/ @criticalthreats: https://t.co/A1Y19HR1xc pic.twitter.com/K2jwvQmVsb
— ISW (@TheStudyofWar) June 9, 2023
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელი სამხედროები თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ ბახმუტის მიმართულებით და ქალაქის ფლანგებზე გარკვეული წინსვლა აქვთ.
ასევე ნახეთ შოიგუ მოგერიებულ იერიშზე ლაპარაკობს, უკრაინელები - ლოკალურ ბრძოლებზებოლო დღეებში სხვადასხვა წყაროთი სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დაწყებაზე, თუმცა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და გენერალურ შტაბს ეს ოფიციალურად არ განუცხადებიათ.