გერმანიაში დაიწყო ნატოს უპრეცედენტო მასშტაბის საჰაერო წვრთნები

ნატოს წვრთნებში მონაწილე თვითმფრინავი. 9 ივნისი, 2023 წ.

ნატო გერმანიაში ატარებს ალიანსის ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის საჰაერო წვრთნებს Air Defender 23. მასში მონაწილეობს ნატოს წევრი სახელმწიფოების 250-ზე მეტი თვითმფრინავი და 10 000-მდე სამხედრო. სწავლება, რომლისთვისაც გერმანია 2018 წლიდან ემზადებოდა, დღეს, 12 ივნისს დაიწყო და 23 ივნისს დასრულდება.

წვრთნების სცენარი ეფუძნება ნატოს კოლექტიური თავდაცვის პრინციპს. სწავლების ძირითადი სცენარის თანახმად, ნატოელი მოკავშირეების სამხედრო-საჰაერო ძალები გერმანიაში ებრძვიან პირობითი მოწინააღმდეგის ჰიბრიდულ საოკუპაციო ძალებს.

როგორ გერმანული მაუწყებელი DW წერს, ნატოს სწავლება მოიცავს გერმანიის ჩრდილოეთში, აღმოსავლეთსა და სამხრეთში მდებარე საფრენ ზონებს, რომლებსაც სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის პერიოდულად დაკეტავენ.