ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა გვარამიამ მედიასთან თქვა, რომ აღარ აპირებს "მთავარი არხში" დირექტორად დაბრუნებას, თუმცა მზადაა, ტელევიზიას ფინანსური კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმაროს.
"მთავარი, რასაც მე გავაკეთებ, იმ სირთულეებიდან "მთავარი არხის" გამოყვანაა, რომელშიც იგი იმყოფება, თუმცა მე არ ვაპირებ, რომ "მთავარ არხს" ვუხელმძღვანელო. მე ვიქნები მისი დამფუძნებელი, როგორც ახლა ვარ. მთავარი არხი გადარჩა, მან აჩვენა, რომ ის ჩემ გარეშე თავისუფალ ცურვაში მშვენივრად გრძნობს თავს. მე ვიტყოდი, უკეთესად, ვიდრე ჩემს პირობებში.
მე გავაკეთებ იმას "მთავარი არხისთვის", რაც შეიძლება, სხვას არ შეეძლოს არც "მთავარ არხზე", არც სხვაგან. ეს, პირველ რიგში, ეხება მის გამოყვანას ფინანსური კრიზისიდან, მაგრამ "მთავარ არხს" უხელმძღვანელებს ის, ვინც ახლაც ხელმძღვანელობს - ეს გიორგი გაბუნიაა, მისი დირექტორი. მე ამ წინადადებით მივმართავ სამეთვალყურეო საბჭოს, პირველ რიგში, ეს იქნება, რასაც გავაკეთებ", - თქვა გვარამიამ რუსთავის ციხიდან გამოსვლისას.
ასევე ნახეთ "მადლობა გამბედაობისთვის" - საერთაშორისო საზოგადოება ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას აფასებსპრეზიდენტმა ნიკა გვარამია მას შემდეგ შეიწყალა, რაც ცნობილი გახდა, რომ უზენაესმა სასამართლომ განხილვაში არ მიიღო მისი ადვოკატების სარჩელი და ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება.