მწერალთა სახლმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს „სულაკაურის გამომცემლობას“ და დაუშვებლად მიიჩნევს მის წინააღმდეგ აგორებულ ძალადობრივ კამპანიას.
„ხელისუფლების მიერ გამომცემლობის ლგბტ პროპაგანდაში დადანაშაულება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია; ეს მხოლოდ აძლიერებს აგრესიას კონკრეტული ადამიანების მიმართ და აჩენს ცენზურის ნიშნებს სახელმწიფოში, სადაც გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციითაა დაცული“, - ნათქვამია განცხადებაში.
მწერალთა სახლი „სულაკაურის გამომცემლობას“ ახასიათებს, როგორც პროფესიონალთა გუნდს, რომელთა დამსახურებითაც უკვე 24 წელია საქართველოს მოქალაქეები ქართული და მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს, საბავშვო და საყმაწვილო პროზასა და პოეზიას, საგანმანათლებლო და შემეცნებით ლიტერატურას ეცნობიან.
ასევე ნახეთ პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ჰომოფობიური განცხადებით გამოვიდა„მწერალთა სახლის ისტორია ქართული მწერლობის ცენზურის ისტორიაცაა, რომლის სიღრმისეული ცოდნა გვაძლევს უფლებას ყველას შევახსენოთ, რომ "წიგნების დაწვაზე უარესი დანაშაულიც არსებობს. ერთერთი - მათი წაუკითხაობაა", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნახეთ „მე ვცემე“ - გამოცხადებული ძალადობის ქრონიკა