მსხვერპლი მოჰყვა ლვოვზე რუსეთის სარაკეტო შეტევას

ლვოვზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დანგრეული სახლ. 2023 წლის 6 ივლისი

სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 8 დაიჭრა უკრაინის ქალაქ ლვოვზე რუსეთის წუხანდელი სარაკეტო შეტევის შედეგად.

ლვოვის მერის, ანდრი სადოვის ინფორმაციით, რუსული რაკეტის ნამსხვრევები დაეცა საცხოვრებელ კორპუსს. დაზიანებულია 60-მდე ბინა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.