აშშ მზად არის, ქუთაისის აეროპორტს სატრანსპორტო ჰაბად გადაქცევაში დაეხმაროს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, საიდანაც ევროპის მიმართულებით არაერთი რეისი სრულდება, სატრანსპორტო ჰაბად გადაქცევის დიდი პოტენციალი აქვს. ამის შესახებ ლაპარაკია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

"ქუთაისის აეროპორტს სატრანსპორტო ჰაბად ქცევის დიდი პოტენციალი აქვს... შეერთებული შტატები მზად არის ამ მიმართულებით დაეხმაროს ქუთაისის აეროპორტს. ჩვენ უკვე მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, ვმუშაობთ რა თვითმფრინავების სარემონტო ცენტრის გამართვაზე, მარკეტინგის გაძლიერებასა და თანამშრომლების მომზადებაზე", - წერია საელჩოს განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ თუ ქუთაისის აეროპორტი სატრანსპორტო ჰაბად გადაიქცევა, ის სარგებელს მოუტანს დასავლეთ საქართველოს ფერმერებს.