უკრაინის სუმის და ხერსონის ოლქებში სკოლა და საბავშვო ბაღი დაიბომბა

ხერსონში დანგრეული საბავშვო ბაღი. 2023 წლის 23 აგვისტო

სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა უკრაინის სუმის ოლქის ქალაქ რომნის ერთ-ერთ სკოლაზე რუსული დრონით დარტყმის შედეგად. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, ორივე დაღუპული პედაგოგი იყო. მაშველები შენობის ნანგრევებში მოყოლილი კიდევ 2 ადამიანის ძებნას განაგრძობენ.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დღეს დილით ქალაქ ხერსონზე საავიაციო დარტყმის შედეგად განადგურებულია საბავშვო ბაღის შენობა. დაიჭრა 6 ადამიანი.