ოდესის ოლქზე დრონებით თავდასხმა იყო

საილუსტრაციო ფოტო. იზმაილის რაიონის საპორტო ინფრასტრუქტურაზე დრონებით შეტევა იყო 4 სექტემბერსაც

რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანა უკრაინის ოდესის ოლქის იზმაილის რაიონზე. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაზიანებულია საპორტო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაიჭრა 6 ადამიანი, რომელთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

სექტემბრის დასაწყისიდან, იზმაილის რაიონზე დრონებით თავდასხმა თითქმის ყოველდღე ხდება. ეს რაიონი ოდესის ოლქის სამხრეთში, მდინარე დუნაიზე მდებარეობს. იზმაილის საპორტო ინფრასტრუქტურა უკრაინული ხორბლის და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.