ევროკომისია გამოვა წინადადებით, უკრაინელებს გაუხანგრძლივდეთ დროებითი თავშესაფარი

ურზულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისია გამოვა წინადადებით, უკრაინელ ლტოლვილებს გაუხანგრძლივდეთ დროებითი დაცვა, - განაცხადა კომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 13 სექტემბერს ევროპის პარლამენტში თავის ყოველწლიურ გამოსვლაში.

უკრაინელებს, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში რუსეთის შეჭრას გაექცნენ, არ ეხებათ თავშესაფრის მოპოვების ხანგრძლივი პროცედურები, რომლებსაც სხვა შემთხვევებში ითხოვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. მათ მყისიერად ენიჭებათ სოციალური დაცვა, მუშაობის უფლება, უზრუნველყოფილია მათი განათლება და საცხოვრებელი.

ასევე ნახეთ საქართველო - მახე ყირიმელი დევნილებისთვის?