საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ დაჩქარებული წესით აჩუქა შვილს ის ქონება, რომელიც მის სახელზე იყო რეგისტრირებული. ამის სავარაუდო მიზეზი ისაა, რომ უკვე იცის, რომ ჩამოართმევენ საქართველოს მოქალაქეობას.
ასევე ნახეთ ოთარ ფარცხალაძის ანგარიშები ქართულ ბანკებში - რა იძებნება საჯაროდ?თითოეული ქონების დაჩქარებული წესით შვილისთვის გადასაფორმებლად საჯარო რეესტრში გადახდილია 350 ლარი.
ოთარ ფარცხალაძემ ანდრია ანზორ ფარცხალაძეს გადასცა კომერციული ფართები თბილისის ცენტრში, სასტუმროს ნომრები, ბინები და მიწის ნაკვეთი. უფრო ზუსტად:
- სასოფლო-სამეურნეო მიწა ტაბახმელაში (წავკისი) - 1001 კვადრატული მეტრი;
- სასტუმრო კომპლექსში ნომერი ბაკურიანში - 25 კვადრატული მეტრი;
- სასტუმრო კომპლექსში ნომერი ბაკურიანში - 26 კვადრატული მეტრი;
- კომერციული ფართი ვაკეში - 143 კვადრატული მეტრი;
- კომერციული ფართი ვაკეში - 336 კვადრატული მეტრი;
- კომერციული ფართი ვაკეში - 101 კვადრატული მეტრი;
- კომერციული ფართი ვაკეში - 204 კვადრატული მეტრი;
- ბინა საბურთალოზე - 78 კვადრატული მეტრი;
- ბინა საბურთალოზე - 91 კვადრატული მეტრი;
- ბინა საბურთალოზე - 38 კვადრატული მეტრი.
ყველა ეს განაცხადი საჯარო რეესტრში 20 სექტემბერს 12:00 საათის შემდეგ შევიდა და პასუხი 18:00 საათამდე მიიღეს. უფრო ადრე, 19 სექტემბერს, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ იუსტიციის სამინისტროს ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხის შესწავლა დაწყებული ჰქონდა.
ოთარ ფარცხალაძემ ანდრია ანზორ ფარცხალაძეს აჩუქა შპს "ჯიპიეს კონსალტინგის" 100-პროცენტიანი წილიც.
14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.
დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში ასევე წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.
ასევე ნახეთ ფარცხალაძე, რუსული სპეცსამსახურები და ამერიკული სანქციები - რა ვიცით?აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" შეეზღუდა და იგივე წესები გავრცელდა საქართველოს საბანკო სექტორზეც.
ასევე ნახეთ აშშ-ის სანქციების გამო საქართველოს ბანკებში ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინეს19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ბრძანება, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით 19 სექტემბერს გამოიცა, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. რეგულატორმა ბრძანებაში გაიმეორა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის არგუმენტები:
ასევე ნახეთ კობახიძე არაკონსტიტუციურს უწოდებს ფარცხალაძისთვის ქართულ ბანკებში ანგარიშების გაყინვას- "საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია";
- "საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი".
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას დროში დაემთხვა საქართველოს ეროვნული ვალუტის გაუფასურება 40-ზე მეტ ვალუტასთან, მათ შორის - ევროსა და დოლართან.
ასევე ნახეთ ლარი 40-ზე მეტ ვალუტასთან გაუფასურდა, მათ შორის დოლართან და ევროსთანეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების შემდეგ, 20 სექტემბერს, თანამდებობიდან გადადგა ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი ეროვნულ ბანკში თურნავას წარდგენის გამო ბოდიშს იხდის და მას გადადგომისკენ მოუწოდებსსაქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მზად იყო ოთარ ფარცხალაძისთვის შეეწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა, თუ ექნებოდა შესაბამისი დასკვნა იუსტიციის სამინისტროდან.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი ელოდება ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას