კობახიძემ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ვიცე-პრემიერად დანიშნა

თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მისი ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის პირველ სხდომაზე საზოგადოებას საკადრო ცვლილებები გააცნო. პრემიერმა ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ვიცე-პრემიერად დანიშნა, ხოლო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც აქამდე ვიცე-პრემიერის მოვალეობას ასრულებდა, პირველი ვიცე-პრემიერი გახდა. კვლავ ვიცე-პრემიერი იქნება კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.

მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ტელეკომპანია „იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა მიშა ფეიქრიშვილმა შეცვალა.

ასევე ნახეთ ალასანია, გახარია, კობახიძე - ირაკლი ჩიქოვანის გზა თავდაცვის მინისტრობამდე
ასევე ნახეთ ჩიქოვანმა აღნიშნა ივანიშვილის როლი „სახელმწიფოსთვის განგრძობადი მშვიდობის შენარჩუნებაში"

8 თებერვალს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობის შემადგენლობას ირაკლი კობახიძის მეთაურობით. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილი 29 იანვარს გადადგა.