უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელი ტამაშ შუიოკა აირჩია. ის არის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიის, „ფიდესის“ წევრი.
შუიოკას პრეზიდენტად არჩევას მხარი დაუჭირა 134-მა უნგრელმა დეპუტატმა, 5 წინააღმდეგ იყო.
ტამაშ შუიოკამ ფიცი უკვე დადო. ის თანამდებობას რვა დღეში, 5 მარტს, დაიკავებს.
უნგრეთში ახალი პრეზიდენტის არჩევა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც თებერვლის დასაწყისში პოსტიდან გადადგა უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი. მანამდე საზოგადოების გულისწყრომა მოჰყვა მისი მხრიდან ბავშვზე სექსუალური ძალადობის დანაშაულის თანამზრახველად ყოფნის გამო მსჯავრდადებული კაცის შეწყალებას.
ასევე ნახეთ
უნგრეთის პრეზიდენტი გადადგა არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის თანამზრახველის შეწყალების გამონოვაკი, რომელიც ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა მმართველ პარტია "ფიდესში", უნგრეთში ვადაზე ადრე დაბრუნდა დოჰაში ვიზიტიდან და მიმდინარე პროტესტის ფონზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.