სანქტ-პეტერბურგის აეროპორტმა მუშაობა აღადგინა მეზობელ რეგიონში დრონის ჩამოგდების შემდეგ

მგზავრები სანქტ-პეტერბურგის აეროპორტში

რუსეთის წარმომადგენელთა თქმით, 10 მარტს ლენინგრადის რეგიონში, სოფელ ფორნოსოვოსთან ჩამოგდებულ იქნა უკრაინის დრონი - მას მერე, რაც მუშაობა შეზღუდა სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტმა.

აეროპორტმა მუშაობა აღადგინა დაახლოებით ორსაათიანი პაუზის შემდეგ. პაუზის დროს სამი თვითმფრინავი გახდა იძულებული, დაფრენილიყო სათადარიგო ბილიკებზე - იუწყება საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო.

სანქტ-პეტერბურგის მოსაზღვრე ლენინგრადის რეგიონის გუბერნატორის, ალექსანდრ დროჟდენკოს თქმით, საჰაერო სივრცე დრონის გამო ჩაიკეტა.

კიევი, როგორც წესი, განცხადებებს არ აკეთებს რუსეთის ტერიტორიაზე შესაძლო შეტევების შესახებ.

ასევე ნახეთ სანქტ-პეტერბურგში აეროპორტმა მუშაობა შეზღუდა უსაფრთხოების მიზეზებით