აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელმაც 20 მარტს დაიწყო მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში, კვირის ბოლოს ისრაელს ეწვევა კიდევ ერთხელ. ამის ფონზე კიდევ უფრო გაძლიერდა აზრთა სხვადასხვაობა ღაზის სექტორის გარშემო ვაშინგტონსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის მონაცემებით, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციისას, რომლის მიზანი, ისრაელის ხელისუფალთა თანახმად, ჰამასის სრული განადგურებაა, 32 ათასამდე სამოქალაქო პირი დაიღუპა. ჰამასს აშშ-ში, ევროკავშირსა და ასევე სხვა ქვეყნებში ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევენ.
ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ აპირებს შეტევას ქალაქ რაფაჰზე, რომელშიც იმყოფებიან 7 ოქტომბრის თავდასხმისთვის პასუხისმგებელი პალესტინელები.
ისრაელზე ამ მოულოდნელ თავდასხმას 1200 ადამიანი ემსხვერპლა, 240 მძევლად იქნა აყვანილი. აშშ თვლის, რომ ქალაქზე იერიში მასობრივ სისხლისღვრას გამოიწევს.
ქალაქს თავს აფარებს მილიონამდე დევნილი, რომლებიც იძულებული იყვნენ ისრაელის მოწოდების შემდეგ საცხოვრებელი დაეტოვებინათ ღაზის სექტორის ჩრდილოეთსა და ცენტრში ისრაელის ავიაციის თავდასხმების გამო.
23 მარტს ისრაელში დაგეგმილ ვიზიტზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბლინკენი „ისრაელის მთავრობასთან და ხელმძღვანელობასთან იმსჯელებს მძევლების გათავისუფლების უზრუნველყოფის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებებზე“.
ბლინკენი 20 მარტს საუდის არაბეთში ჩავიდა, შემდეგ დაგეგმილი იყო მისი კაიროში გამგზავრება. მომავალ კვირაში ვაშინგტონში მოელიან ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს, ხოლო ისრაელის ცალკე დელეგაცია ჩავა აშშ-ში, მასპინძელი ქვეყნის ოფიციალურ პირებთან შესახვედრად, ღაზის სექტორის სამხრეთის ქალაქ რაფაჰზე დაგეგმილ იერიშზე მათი შეშფოთების საკითხზე.
ამერიკის მედიის თანახმად, ვაშინგტონის მიზანია, გამოხატოს თავისი დამოკიდებულების დეტალები და იმსჯელოს შესაძლო ალტერნატივებზე.
ასევე ნახეთ ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში მიემგზავრება ღაზის სექტორში ზავის მიღწევის მიზნით