სრებრენიცაში გენოციდის შესახებ რეზოლუციის საბოლოო ტექსტზე შეთანხმება მოხდა

გაეროში ბოსნია-ჰერცეგოვინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ზლატკო ლაგუმჯიამ (ფოტო19 აპრილი, 2024 წელი) განაცხადა, რომ შეთანხმება მოხდა სრებრენიცაში გენოციდის შესახებ რეზოლუციის საბოლოო ტექსტზე.

გაეროში ბოსნია-ჰერცეგოვინის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეთანხმება მოხდა სრებრენიცაში გენოციდის შესახებ რეზოლუციის საბოლოო ტექსტზე.

ზლატკო ლაგუმჯიამ შეთანხმების შესახებ განაცხადა X-ის საშუალებით 17 მაისს და თქვა, რომ მონტენეგროს მიერ შეთავაზებული შესწორებები განიხილეს ბოლო დღეებში და რეზოლუციის ტექსტში ძირითადად ისინი გათვალისწინებულია.

ლაგუმჯიას თანახმად, ბოლო შესწორებებმა „მიგვიყვანეს უფრო სრულყოფილ - ბოლომდე „დამუშავებულ“ ტექსტთან ორი შესწორებით, რომლებიც დოკუმენტის განუყოფელ ნაწილად იქცნენ.

მისივე თქმით, შეთანხმებული საბოლოო ვერსია წარმოდგენილი იქნება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 23 მაისს.

ასევე ნახეთ გლობალური სოციალური ქსელები აიღებენ საიტებზე განთავსებულ ინფორმაციას, რომელშიც უარყოფილია სრებრენიცის გენოციდი
ასევე ნახეთ ათასობით ბოსნიელმა მიაგო პატივი 1995 წელს სრებრენიცაში დახოცილთა ხსოვნას
ასევე ნახეთ რუსეთმა სრებრენიცის რეზოლუციას ვეტო დაადო