უკრაინის ქალაქ პოლტავაზე ფრთოსანი რაკეტით თავდასხმა მოხდა

უკრაინის ქალაქ პოლტავაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ.17 ივნისი, 2024 წელი

უკრაინის ქალაქ პოლტავაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 22 პირი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვია.

ამის თაობაზე პოლტავის რეგიონული პროკურატურის და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობებზე დაყრდნობით იტყობინება „უკრაინკასია პრავდა“.

ცნობა წინასწარია, მასში ასევე ნათქვამია, რომ თავდასხმა X-59 ტიპის ფრთოსანი რაკეტით მოხდა.

პროკურატურა იტყობინება ასევე მრავალსართულიანი სახლების და ელექტროგაყვანილობის დაზიანებაზე.

ასევე ნახეთ

მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის თავდასხმას პოლტავაზე, კიევი ადასტურებს რობოტინოს გათავისუფლებას