მე-10 მოწვევის პარლამენტის ბოლო საგაზაფხულო სესია დაიხურა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები საქართველოს ჰიმნს უსმენენ

დღეს, 28 ივნისს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში საგაზაფხულო ბოლო სხდომა გაიმართა. სხდომის დამთავრებამდე დეპუტატებმა საქართველოს ჰიმნი მოისმინეს.

სესია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ანგარიშის მოსმენით დაიხურა. სხდომაზე ბოიკოტის გამო არ იმყოფებოდნენ ოპოზიცინერი დეპუტატების უმრავლესობა.

საქართველოს კანონმდებლობით, სესიის დახურვის შემდეგ პარლამენტში შესაძლებელია დაინიშნოს რიგგარეშე სხდომები. საშემოდგომო სესია სექტემბერში იხსნება, თუმცა ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები იმართება.