ნიდერლანდის თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა მოულოდნელი ვიზიტის დროს კიევსა და ხარკოვში, უკრაინას შესთავაზა 400 მილიონი ევრო (439 მილიონი აშშ დოლარი) დახმარების სახით დრონების პროგრამისთვის.
ის უკრაინას დაჰპირდა, რომ დამატებით მიაწოდებს ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს მომავალ თვეებში.
ბრეკელმანსის თქმით, გეგმა „ეხება ყველა ტიპის თანამედროვე დრონებს, რომლებიც გამოიყენება დაზვერვის, თავდაცვისა და თავდასხმისთვის ჰაერში, ასევე ხმელეთზე და წყალზე.“
X-ის საშუალებით ბრეკელმანსი წერს, რომ „შემიძლია პირველად გამოვაცხადო ოფიციალურად, რომ უკრაინას მივაწოდეთ პირველი F16-ები ნიდერლანდიდან.“ „დანარჩენი 24 თვითმფრინავი მომავალ თვეებში ჩავა უკრაინაში“, - ამბობს ნიდერლანდის თავდაცვის მინისტრი.
ნიდერლანდი უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია რუსეთთან ომში.
ასევე ნახეთ ნიდერლანდის ხელისუფლებამ უკრაინაში F-16-ის ექსპორტის ნებართვა გასცა