2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გასულ ღამით სახელმწიფო დროშები დაუშვეს საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე.
სახელმწიფო დროშები დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის სასახლის, პრეზიდენტის სასახლის, სამინისტროების და სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე.
ასევე ნახეთ 17 წელი გავიდა აგვისტოს ომის დაწყებიდან8 აგვისტოს, 00:05 საათისთვის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ „მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია”.
„ქართული ოცნების" ხელისუფლება ომის დაწყების დღედ 2008 წლის 8 აგვისტოს მიიჩნევს. ის ომის დაწყებაში „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას ადანაშაულებს და საგამოძიებო კომისიაც შექმნა.
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე: 2008 წელს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების მე-17 წლისთავზე, თბილისში გაიმართა მსვლელობა „დიდება გმირებს“.
2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანმა ომმა საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქის - სამხედრო და სამოქალაქო პირების სიცოცხლე იმსხვერპლა და 30 000-მდე დევნილად აქცია.
რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%.
ასევე ნახეთ „დიდება გმირებს“ - გაიმართა მსვლელობა გმირთა მოედნიდან პარლამენტის შენობამდეაგვისტოს ომის მე-17 წლისთავის გამო 8 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და ხელი არ შეუშალოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას".