აშშ ინდოეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე 50%-იან ტარიფს აწესებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი. დელი. 2025 წლის 21 აპრილი

დღეიდან, 27 აგვისტოდან ძალაში შედის ინდოეთიდან აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე 50%-იანი ტარიფები. ვაშინგტონმა ამის შესახებ ოფიციალურად აცნობა დელის. გადასახადი იზრდება, არსებული 25%-დან, ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვების შემცირებაზე უარის საპასუხოდ.

შეერთებული შტატები ინდოეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. გასულ წელს აშშ-სთან მისმა სავაჭრო ბალანსმა დაახლოებით 46 მილიარდ დოლარი შეადგენდა. აშშ-ის მიერ იმპორტზე დაწესებული ტარიფები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად დააზარალებს ინდოეთის საავტომობილო, ქიმიური, კვების, საიუველირო და ტექსტილის სექტორებს.

ინდოეთის მთავრობა ტარიფებით დაზარალებულ მცირე მეწარმეებს შეღავათიან სესხებს დაჰპირდა და ინდური საქონლისთვის ახალი ბაზრების გამოვლენის შესახებ განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ორშაბათს განაცხადა, რომ მისი მთავრობა „არ დაუშვებს მცირე მეწარმეების, ფერმერების და მეცხოველეებისთვის ზიანის მიყენებას“.

ინდოეთიდან საქონელზე მეორადი იმპორტის 25%-იანი გადასახადების შემოღების ოფიციალური მიზეზი რუსული ნავთობის შესყიდვები იყო, რომელიც მრავალჯერ გაიზარდა 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა პიტერ ნავარომ რუსული ნავთობის შესყიდვის გამო ინდოეთი რუსული აგრესიის დაფინანსებაში დაადანაშაულეს. ომამდე ინდოეთში რუსული ნავთობის იმპორტი 1 პროცენტს შეადგენდა, ახლა 42 პროცენტია.

Bloomberg-ის თანახმად, ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები უახლოეს კვირებში რუსეთიდან ნავთობის იმპორტის უმნიშვნელოდ შემცირებას გეგმავენ.

ასევე ნახეთ

ტრამპი კვლავ სანქციებით დაიმუქრა, თუ უკრაინაში მშვიდობა არ დამყარდებაევროპელი ლიდერები: გაძლიერდეს სანქციებით კრემლზე ზეწოლა, თუ პუტინი უარს იტყვის მშვიდობაზეპუტინს - წითელი ხალიჩა. ტრამპს - ჯერ არაფერიReuters: ინდოეთი გააგრძელებს რუსეთისგან ნავთობის შესყიდვასReuters: ვლადიმირ პუტინი არ დაემორჩილება დონალდ ტრამპის ულტიმატუმს