რუსეთის სასამართლომ არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებაში დამნაშავედ ცნო ჯგუფ Pussy Riot-ის ხუთი წევრი.
მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლოს მიერ Pussy Riot-ის წევრებისთვის დღეს, 15 სექტემბერს დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენის შესახებ დამოუკიდებელი გამოცემა „მედიაზონა“ იუწყება.
სასამართლომ ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერს, მარია ალიოხინას 13 წლით, ტასო პლეტნერს 11 წლით და ოლგა ბორისოვას, დიანა ბურკოტს და ალინა პეტროვას 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა 9-დან 14 წლამდე პატიმრობას ითხოვდა.
Pussy Riot-ის წევრებმა, რომლებიც რუსეთში არ იმყოფებიან, ადვოკატების მეშვეობით განაცხადეს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობენ.
ასევე ნახეთ რუსეთის სასამართლომ პანკ-ჯგუფ Pussy Riot-ის წევრ ლიუსია შტეინს დაუსწრებლად მიუსაჯა ექვსი წლით პატიმრობაჯგუფის წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ომის წინააღმდეგ 2022 წელს შექმნილი კლიპისა და 2024 წელს გერმანიის ქალაქ მიუნხენის მუზეუმში გამართული აქციის გამო.
ამ პერფორმანსით Pussy Riot-ის წევრებმა კიდე ერთხელ გააპროტესტეს ომი უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ომის დამნაშავე უწოდეს.
ასევე ნახეთ საქართველოში არ შეუშვეს Pussy Riot-ის წევრი მარია ალიოხინაპანკ-როკ ჯგუფი Pussy Riot-ი ჯერ კიდევ 2012 წლიდან გამოდის პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ და საზოგადოებრივ ადგილებში აქციებს მართავს, რისთვისაც ჯგუფის წევრები არაერთხელ დააკავეს და გაასამართლეს.
Your browser doesn’t support HTML5
რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს Pussy Riot-ის წევრის ანა კუზმინიხის წინააღმდეგ